პეპეს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელ მცველ პეპეს იმედი აქვს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მაინც შეძლებს გუნდის დახმარებას. პორტუგალიელმა მცველმა შაბათს "ვალენსიასთან" მატჩში მიიღო უმძიმესი ტრავმა.
პეპეს ექვსთვიანი უქმობა მოუწევს. მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისს იწყება. მას იმედი აქვს, რომ მოასწრებს გამოჯანმრთლებას და ფორმაში ჩადგომას.
ახლა ფეხბურთელი მხოლოდ ტრავმის მოშუშებაზე ფიქრობს და აპირებს ბოლომდე ბრძოლას.
"მე ღმერთის და ექიმების ხელთ ვარ" – განაცხადა 26 წლის პეპემ. მან "ვალენსიასთან" მატჩში პირველი ტაიმის ბოლოს მიიღო ტრავმა და მოედნიდან გაყვანილ იქნა.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 14 დეკემბერი 2009
- 2 678
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.