"იუნაიტედი" 17.5 მილიონს ჩამოდის
მანჩესტერ "იუნაიტედი" მადრიდის "რეალს" ალონსოს სანაცვლოდ 17.5 მილიონ ევროს სთავაზობს.
პრემიერ ლიგის პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, მანჩესტერ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობას ლუის ვან გაალმა ახალი წინადადება წაუყენა. ჰოლანდიელი მწვრთნელის აზრით "წითელმა ეშმაკებმა" "სუონსისთან" მატჩში იმიტომ ვერ გაიმარჯვეს, რომ მათ ნახევარდაცვის ცენტრში ძიერი და გამოცდილი მოთამაშე არ ჰყავდათ.
როგორც ირკვევა, ვან გაალმა თვალი ჩაბი ალონსოს დაადგა და მანჩესტერის ხელმძღვანელებს მისი შეძენა მოსთხოვა. "წითლები" ბასკი ფეხბურთელის სანაცვლოდ 17.5 მილიონ ევროს იხდიან. აღსანიშნავია, რომ ჩაბი პრემიერ ლიგას ძალიან კარგად იცნობ. იგი წლების მანძილზე "ლივერპულის" ღირსებას იცავდა და სწორედ ამიტომ გაუჩნდა ჰოლანდიელ დამრიგებელს მისი გადაბირების იდეა.
Defensacentral.com
- 19 აგვისტო 2014
- 2 516
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.