რამოსმა და ფრედერიკ კანუტემ საქველმოქმედო მატჩის ბილეთები შეიძინეს
სერხიო რამოსი და ფრედერიკ კანუტე 22 დეკემბერს თავიანთი გუნდების კაპიტნები იქნებიან "სანტიაგო ბერნაბეუზე". ორივე ფეხბურთელმა ეს სიმბოლური ჟესტით გამოხატა. მათ შეიძინეს საქველმოქმედო მატჩის ბილეთები. მათ მაყურებელს ანალოგიურისკენ მოუწოდეს. ეს ყველაფერი მოხმარდება ფრედერიკ კანუტეს საქველმოქმედო პროექტს მალიში, ნელსონ მანდელას ფონდს და "იუნისეფს".
ერთი გუნდი ამ მატჩში იქნება დაკომპლექტებული ლა ლიგის ფეხბურთელებით, მეორე კი აფრიკელი ფეხბურთელებით სახელწოდებით "აფრიკა იუნაიტედი".
ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ მოიზიდონ ბევრი გულშემატკივარი "ბერნაბეუზე". ამისთვის კი დაწყებულია მუშაობა. Incondicionales.com უკვე ყიდის მატჩის ბილეთებს.
"რთული იქნება ბევრი მაყურებლის მოზივდა ამ მატჩზე, მაგრამ ეს ჩვენთვის კარგი ამოცანაა. ვაპირებთ ლამაზი დღე მოვუწყოთ სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს. მოვიწვიეთ ბევრი მოთამაშე, რათა 22 დეკემბერს მიიღონ 22 დეკემბრის მატჩში მონაწილეობა. უნდა ვიფიქროთ იმ ბავშვებზე, რომელთაც არ გაიმართლათ".
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 14 დეკემბერი 2009
- 3 111
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.