იერჟი დუდეკი : "ჩემთვის კასილასი უალტერნატივოა"
მადრიდის "რეალის" ყოფილმა კიპერმა, იერჟი დუდეკმა ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც სამეფო კლუბზე ისაუბრა...
"რეალის პროგრესი აშკარა და თვალნათლივის გახლავთ. კარლოს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო. როდესაც მე "ბლანკოსის" ღირსებას ვიცავდი, მადრიდელ ინჩასებს მეათე თასის მოგება ნატვრად ჰქონდათ ქცეული, როგორც იქნა მათ მიზანს მიაღწიეს."
"რაც მთავარია კლუბში გამარჯვებულის მენტალიტეტი დაინერგა. ვგონებ, დედაქალაქელები კვლავ ეცდებიან ჩემპიონთა თასის აღმართვას."
"იკერ კასილასი უდიდესი მეკარე გახლავთ, მასთან ერთად რამდენიმე წელი ვიმუშავე და თამამად ვაცხადებ, რომ ესპანელისგან ბევრი ვისწავლე. მე მასზე უფროსი ვარ, თუმცა იკერს უდიდესი გამოცდილება ჰქონდა."
"ამ წამს, რომ "ბლანკოსი" ჩამაბარონ, იკერი უალტერნატივო იქნებოდა. მსოფლიო ჩემპიონატზე მან ნამდვილად ცუდად ითამაშა, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ "ფურია როხამ" ვარსკვლავები მოწყვიტა, ამიტომ მასზე ხელების შეწმენდა ობიექტური საქციელი არ იქნებოდა."
"ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, იკერმა პრობლემები დაძლია და "სევილიასთან" კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი კლასი, ის დიდებულია."
"კელორ ნავასის სახით ფლორენტინო პერესმა დიდი შენაძენი გააკეთა, ის კასილასს დიდ კონკურენციას გაუწევს, თუმცა სასტარტოში მოხვედრა გაუჭირდება. კონკურენცია ყოველთვის ზრდის თამაშის ხარისხს, ამიტომ "ბლანკოსის" კარი კიდევ უფრო უსაფრთხო ხდება."
- 18 აგვისტო 2014
- 2 268
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.