გოდინი : "შარშან სტატისტიკა შევცვალეთ"
მადრიდის "ატლეტიკოს" ურუგვაელი კაპიტანი ჟურნალისტებს შეხვდა და სუპერთასის დაპირისპირებაზე ისაუბრა...
"უკვე წლებია მადრიდული კლუბის ღირსებას ვიცავ. ესპანეთი ჩემი მეორე სახლი გახდა. ჩვენ "რეალთან" არაერთხელ გვითამაშია, თუმცა შარშანდელ სეზონამდე მეტწილად ფიასკოს განვიცდიდით. სტატისტიკის მიხედვით არც ისე სახარბიელო მაჩვენებელი გვაქვს, თუმცა შარშან რეზულტატი გამოვასწორეთ, თანაქალაქელებთნა რამდენჯერმე დავმარცხდით, თუმცა მათი დამარცხება ბერნაბეუზე მოვახერხეთ და ლა ლიგის თასსაც ჩვენ დავეუფლეთ."
"ვფიქრობ, კარგი თამაში იქნება. უშეღავათო ბრძოლა დღევანდელ ფეხბურთში არავის უკვირს, თუმცა ჩვენი პაექრობა ყოველთვის განსაკუთრებულია."
"სიმეონე დიდებული მწვრთნელია, მას რამდენიმე წამყვანი მოთამაში დააკლდა, მაგრამ დავიმატეთ მანჯუკიჩი, რომელსაც ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს, მან მიუნხენის "ბაიერნში" მრავალი ტიტული მოიგო."
"გრიზმანზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, ფრანგმა ფეხბურთელმა როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე დაამტკიცა, რომ უდიდეს პოტენციალს ფლობს."
"ზუსტად ვიცით რას წარმოადგენს მადრიდის "რეალი", კარლო ანჩელოტი ძალიან ჭკვიანი მწვრთნელია. ვერასდროს განსაზღრავ რა ფეხბურთს შემოგთავაზებს გამოცდილი იტალიელი, თუმცა ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ."
"ვთვლი, რომ "მერენგებს" მსოფლიოს საუკეთესო კონტრ-შემტევი გუნდი ჰყავთ, ისინი მეტოქის ნახევარზე 5-7 წამში გადადიან და მწვავე შეტევას ანვითარებენ, ამიტომ დაცვის ხაზის უყურადღებოდ დატოვება გამორიცხულია."
- 18 აგვისტო 2014
- 1 644
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.