ანჩელოტი: „კასილიასი სასტარტოდან დაიწყებს თამაშს“
მადრიდის „რეალის“ დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ, ესპანეთის სუპერთასის პირველი პაექრობის წინ, პრესკონფერენცია გამართა.
„გეტყვით, რომ „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ იკერ კასილიასი დაიცავს გუნდის ღირსებას.რაც შეეხება მომავალს, ვნახოთ, რა მოხდება.“
„ჯერჯერობით განმეორებით შეხვედრაზე არ ვფიქრობ.“
„დი მარია, ისევე როგორც სხვა დანარჩენი მოთამაშეები, მწყობრში არიან.შესაძლოა, არგენტინელმა სასტარტოდან დაიწყოს თამაშივფიქრობ, .„ვისენტე კალდერონზე“ განსხვავებული შემადგენლობა იქნება.“
„ბუნებრივია, წინასწარ ვერ დავასახელებ ძირითადის თერთმეტეულს.“
„ჩემი აზრით, სიმეონეს გუნდში გარკვეული გარდაქმნები მოხდა.კლუბში ახალი ფეხბურთელები მივიდნენ, თუმცა ტრადიციულად, „ატლეტიკო“ ძლიერი მოწინააღმდეგე იქნება.“
„„სევილიას“ წინააღდემგ ხამესი უკან დავხიეთ.ის უნდა მიეჩვიოეს აღნიშნულ პოზიციაზე ასპარეზობას, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სხვა ამპლუაშიც ძალუძს მოედანზე გასვლა.“
„დიეგო ლოპესმა თავად მიიღო წასვლის გადაწყვეტილება.როგორც წინა სეზონში, ახლაც, ორი შესანიშნავი კიპერი გვყავს.“
„სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, სათამაშო ტაქტიკის შეცვლას არ ვაპირებ.“
„ვერ გეტყვით, რას გადაწყვეტს ანხელ დი მარია.ამ მომენტისათვის ჩვენი ფეხბურთელია და მზად არის დახმარება გაგვიწიოს.“
AS
- 18 აგვისტო 2014
- 2 437
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.