დასკვნითი ვარჯიში მადრიდულ დერბიმდე
დღეს დილით, სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა დასკვნითი ვარჯიში გამართეს ესპანეთის სუპერთასის პირველ დაპირისპირებამდე.
განსხვავებით წინა სესიისგან, კრიშტიანუ რონალდუმ, რაფა ვარანმა, კარიმ ბენზემამ და ანხელ დი მარიამ მთავარ ჯგუფთან ერთად ივარჯიშეს.ისინი სრულ მზადყოფნაში ხვდებიან „ატლეტიკოსთან“ პაექრობას.
ანჩელოტის განკარგულებაში პირველი შემადგენლობის ყველა მოთამაშე გახლდათ, გარდა ხესე როდრიგესის.ეს უკანასკნელი სარეაბილიტაციო კურსს განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ მადრიდული დერბი, 20 აგვისტოს, 01:00 საათზე (თბ. დროით) აიღებს სტარტს.
- 18 აგვისტო 2014
- 1 627
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.