მადრიდულ დერბიში კასილიასი დაიცავს კარს?
დიეგო ლოპესის წასვლის შემდეგ, კაპიტანს მოდუნების საშუალება მაინც არ აქვს, რამეთუ გაცილებით ძლიერ ნავასთან მოუწევს კონკურენციის გაწევა.
ევროპის სუპერთასზე, რომელიც მადრიდელებმა ორბურთიანი სხვაობით მოიგეს, კასილიასი დამაჯერებლად ასპარეზობდა.ესპანელმა გოლკიპერმა წარსულს ჩააბარა ჩემპიონთა ლიგის უფერული ფინალი და უნიათო მსოფლიო ჩემპიონატი.იკერი მოწოდების სიმაღლეზე გაისარჯა ანდალუსიელების წინააღმდეგ.მან მშრალად შეინახა კარი და რამდენიმე ეპიზოდში შესანიშნავი „სეივიც“ შეთავაზა გულშემატკივრებს.
ივარაუდება, რომ „ატლეტიკოსთან“ მომავალ ორმატჩიალ დუელში, ანჩელოტი, კვლავ ფორმაში ჩამდგარ კასილიასს გამოუცხადებს ნდობას.
რაც შეეხება ნავასს, მიუხედავად სადებიუტო შეხვედრაში გაშვებული 2 გოლისა, ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა.მას დიდი ბრძოლა მოუწევს, რათა იკერი ძირითადს ჩამოაშოროს.
AS
- 18 აგვისტო 2014
- 1 580
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.