რელანო : "დი მარიას გაშვება "რეალს" დაღუპავს"

ალფრედო რელანოს განცხადებით, ანხელ დი მარიას გაშვება მადრიდის "რეალს" დიდ პრობლემებს შეუქმნის...

"პრე-სეზონს თუ გადავხედავთ, მადრიდელებს ყველა პირობა ჰქონდათ იმისათვის, რომ სეზონს კარგ ფორმაში შეხვედრილიყვნენ. "ბლანკოსმა" ყველა ამხანაგური შეხვედრა წააგო, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათ ევროპის სუპერთასის მოგება მოახერხეს. ალბათ დამეთანხმებით ჯობდა "სევილიასთან" მოგება და ყველა დანარჩენის წაგება, ვიდრე იმ პაექრობების წარმატებით დასრულება ანდალუსიელებთან ფიასკო."

"ანხელ დი მარია არანორმალურ პროგრესს განიცდის. არგენტინელმა ფეხბურთელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახლავთ. მისი პროგრესი აშკარაა. შარშანდელ სეზონთან შედარებით ის კიდევ უფრო გამოცდილი და დახვეწილი ფეხბურთელი გახლავთ და ეს ფლორენციელებთანაც დაამტკიცა."

"ვგონებ, ანხელიტოს პარისენჟერმენში ან მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა კარლო ანჩელოტის დიდ პრობლემებს შეუქმნის. ხამეს როდრიგესი თავისთავად დიდი შენაძენია, მაგრამ ჩემი აზრით ის არ არის არგენტინელის დონის. ხამესი "პორტოსა" და "მონაკოში" საკმაოდ პროდუქტიული იყო, მაგრამ დი მარია აბსოლუტურად სხვა კლუბში და სხვა განზომილებაში თამაშობდა და თამაშობს."

"დი მარიას გაშვება "ბლანკოსს" დაღუპავს, რადგან მისი შემცვლელი დღევანდელ "რეალში" არ მოიძებნება. პერესმა არაერთი ტრანსფერი გაჩარხა და ნახევარდაცვის ხაზში ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა ანხელი ძალიან საჭიროა."

"ესპანეთის სუპერთასის დაპირისპირებებს მოუთმენლად ველი. ორივე გუნდი საკმაოდ ინტენსიურად ემზადება, აქედან გამომდინარე საინტერესო პაექრობა უნდა გამოდგეს."

  • Hala
  • 17 აგვისტო 2014
  • 3 289
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)