მსოფლიო დონის სათადარიგო შემადგენლობა
სუპერ თასისი შემდეგ ამხანაგურ მატჩში კარლო ანჩელოტიმ მოედანზე ამხანაგურ შეხვედრაში გამოიყვანა სახეცვლილი თერთმეტეული.
დიეგო ლოპესის "მილანში" გადაბარგების შემდეგ, სამეფო კლუბის შემადგენლობაში გამოჩნდა კეილორ ნავასი, რომელიც "ლევანტედან" გადმოვიდა. კარლო ანჩელოტის და მისი მარჯვენა ხელის, ვილიამ ვეჩის გადაწყვეტილებით (მეკარეების მწვრთნელი) იკერ კასილასის შემცვლელი ნავასი იქნება. მადრიდელთა კაპიტანმა კი ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნა.
ფლანგის მცველების შეცვლას ეცდებიან ალვარო არბელოა და მარსელო. ბრაზილიელი ფეხბურთელი ეცდება კოენტრაოს ძირითად შემადგენლობაში ადგილი წაართვას. რაც შეეხება ცენტრალურ მცველებს, სამეფო კლუბს თადარიგში ჰყავს ორი ისეთი მაღალი დონის ნიჭიერი მოთამაშე, როგორებიც არიან რაფაელ ვარანი და ნაჩო ფერნანდესი.
სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრეს ტონი კროოსმა და ლუკა მოდრიჩმა. ხოლო ალონსო და ხედირა მათ "დასვენებაშ" დაემხარებიან. თავისმხრივ იტალიელ სპეციალისტს თადარიგში ეყოლება ასიერ ილარამენდი.
დი მარია, ხესე და ისკო კი შეტევის ხაზის როტაციისთვის იქნებიან მზად.
Marca.com
- 17 აგვისტო 2014
- 6 689
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.