დი მარია - მე ამას ვიმსახურებ
ვარშავაში კეილორ ნავასის დებიუტის გარდა კიდევ იყო ორი მთავარი საკითხი სახელად, ანხელ დი მარია და სამი ხედირა.
ფიორენტინას წინააღმდეგ დი მარიამაც და ხედირამაც პირველივე წუთებიდან ითამაშეს. არგენტინელმა ფეხბურთელმა, იტალიელების წინააღმდეგ დიდებული შეხვედრა ჩაატარა და დაამტკიცა, რომ თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ყველაფერთან ერთად მან იმის დასაბუთებაც შეძლო, რომ "პსჟ" ტყუილად არ იხდიდა ხოლოსალურ თანხას მის სანაცვლოდ.
რაც შეეხება გერმანელ ნახევარმცველს, სამი ხედირას, მან თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა. მას ეტყობოდა, რომ უწინდელი ფორმა შენარჩუნებული არ აქვს და საუკეთესო ფიზიკურ კონდიციებში არ იმყოფება.
Marca.com
- 17 აგვისტო 2014
- 5 246
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.