მოიესი: "იუნაიტედი გასულ წელს რონალდუს და ბეილის შეძენას ცდილობდა"
მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების შემდეგ, დევიდ მოიესმა პირველი ინტერვიუ ჩაწერა Daily Mail-თან.
"როდესაც წითელი ეშმაკების მთვარი მწვრთნელი გავხდი, პირველ რიგში სატრანსფერო გარიგებების მოგვარება და ახალი ფეხბურთელები დამატება განვიზრახე. ვხედავდი, რომ იმ რესურსით, რაც "მანჩესტერში" დამხვდა, წარმატებას ნადვილად ვერ მივაღწევდი. სწორედ ამიტომ კლუბი ხელმძღვანელობას ახალი ფეხბურთელების შეძენისკენ მოვუწოდე. მათ კი თავის მხრივ მოლაპარაკებები აწარმოეს კრიშტიანო რონალდუსთან, გარეთ ბეილთან და სესკ ფაბრეგასთან. თუმცა არცერთი ტრანსფერი არ შედგა."
"პირველ რიგში რონალდუს დაბრუნება მინდოდა "იუნაიტედში", თუმცა როგორც აღმოჩნდა მადრიდელთა ხელმძღვანელობას იგი ძალიან უყვარს. პერესმა იმდენი მოახერხა, რომ უელსელი ვარსკვლავიც სამეფო კლუბში წაიყვანა და ფაქტიურად ჩვენი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა წარუმატებელი აღმოჩნდა."
Defensacentral.com
- 17 აგვისტო 2014
- 2 157
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.