"რეალი" გარაის არ გაყიდის
იტალიურ და ესპანურ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მილანი იყო დაინტერესებული სამეფო კლუბის არგენტინელი მცველით. საქმე ეხება ეზიკელ გარაის, რომელმაც ვალენსიას კარში გამარჯვების გოლის გატანა შეძლო...
მესტალიაზე მატჩში პორტუგალიელმა პეპემ უმძიმესი ტრავმა მიიღო, იგი მინიმუმ 6 თვის მანძილზე ვერ შეძლებს ვარჯიშის დაწყებას, რეალის დაცვაში კი ცენტრალური მცველის ადგილი გათავისუფლდა, რომელსაც ჯერჯერობით სწორედ არგენტინელი გარაი დაიკავებს.
სამეფო კლუბს დიდი და მრავალმატჩიანი სეზონი აქვს ჩასატარებელი. გარაის მილანში წასვლის შემთხვევაში გუნდში მხოლოდ კრისტოფ მეტცელდერი დარჩება, რომელსაც სხვადასხვა სახის ქრონიკული აწუხებს ტრავმები. მხოლოდ მეტცელდერის იმედი კი ,,ბლანკოსი: არ დარჩება, ამიტომ ეზიკელის მილანში გადასვლა გამორიცხულია.
სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა არავითარ შემთხვევაში არ შეელევა არცერთ მცველს, პირიქით, შესაძლოა გუნდმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, რომელიმე მაღალი კლასის მცველის ტრანსფერის გაჩარხოს.
ასე, რომ იტალიურ გამოცემებს უკვე შეუძლიათ თავი დაანებონ უამრავი ჭორის გავრცელებას. გარაი რეალში დარჩება!
- 14 დეკემბერი 2009
- 3 584
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.