ვეჩი: "კასილასი ძირითადში თამაშს იმსახურებს"
33 წლის ასაკში კასილასი კარიერული ცვლილების წინაშე დადგა. მან უკვე დაამტკიცა, რომ იმსახურებს სამეფო კლუბში თამაშს და ახლა იმის დასაბუთებას ეცდება, რომ კეილორ ნავასისთვის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დათმობას არ აპირებს. ამასთან დაკავშირებით, სამეფო კლუბის მეკარეების მწვრთნელმა, ვილიამ ვეჩიმ კომენტარი გააკეთა.
"სამეფო კლუბმა ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი გააკეთა კეილორ ნავასის სახით. იგი "ლევანტეში" შარშან ძალიან კარგად ასპარეზობდა და ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატზეც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა."
"თუმცა ნუ დაგვავიწყდება გუნდის კაპიტანი იკერ კასილასი. მიუხედავად იმისა, რომ მან მუნდიალზე თავი დადებითი ქმედებებით ვერ დაგვამახსოვრა, როგორც იგი ამას წლების მანძილზე აკეთება, წინასასეზონო მზადების დროს დაამტკიცა, რომ კვლავ ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. იკერი ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება და ჩემი აზრით სათამაშო ფორმაც სრულად აღიდგინა. ვფიქრობ იგი იმსახურებს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას."
Defensacentral.com
- 16 აგვისტო 2014
- 2 081
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.