ნავასი: "კასილასი და პაჩეკო ფორმაში შედიან"
ვარჯიშის შემდეგ კეილორ ნავასი კარლო ანჩელოტისთან ერთად ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.
"მე აქ მოვედი რათა წარმატებას მივაღწიო. ჩემი კოლეგები ცდილობენ თავიანთი საუკეთესო მაჩვენებლები გამოავლონონ და მე მათ ტემს უნდა ავყვე. თამაშისთვის ყოველთვის მზად ვარ და ველოდები მწვრთნელის გადაწყვეტილებას, იმედია შანსი მომეცემა."
"ახალ კედლებში აღმოჩენა ხშირად ბევრ სირთულეს ქმნის, თუმცა აქ უკვე გავიჩინე მეგობრები, რომლებიც ადაპტაციაში მეხმარებიან. ყველაზე ახლოს ხამეს როდრიგესთან ვარ, რადგან ცხოვრება გვერდიგვერდ გვიწევს."
"მადრიდის "რეალის" მომთხოვნი კლუბია. აქ ჩემი გადმოსვლით პასუხისმგებლობა მომემატა. უკვე მოვიგე პირველი ტიტული და ყველაფერს გავაკეთებ გუნდის დასახმარებლად. მთავარია სამწვრთნელო შტაბმა შანსი მომცეს."
"იკერ კასილასთან შეჯიბრებას არ ვაპირებ. იგი უმაღლესი დონის მეკარე და ნამდვილი პროფესიონალია. მინდა რომ უმაღლეს ფიზიკურ კონდიციაში ვიყო და თუ სამეფო კლუბს ჩემი დახმარება დასჭირდება მოედანზე გამოვიდე და ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო."
"კასილასი და პაჩეკო ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯებიან. შარშანდელ წელთან შედარებით იკერის პროგრესი აშკარაა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მან ფორმა აღიდგინა."
Defensacentra.com
- 16 აგვისტო 2014
- 1 862
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.