კეილორის შანსი
ფლორენციის "ფიორენტინასთან" მატჩში ძირითად შემადგენლობაში მადრიდის "რეალის" ახალწვეული, კეილორ ნავასი იქნება...
კარლო ანჩელოტის სურს კოსტა-რიკელ მეკარეს მისცეს შანსი იმისათვის, რომ ყველას დაანახოს საკუთარი შესაძლებლობები.
"ლევანტეში" შარშანდელი სეზონი ნავასისთვის იდეალური იყო, იგივეს თქმა შეიძლება ბრაზილიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, კეილორი იქაც მოწოდების სიმაღლეზე იდგა ეროვნული ნაკრებთან ერთად, თუმცა ყველა თანხმდება, რომ "ბლანკოსი" სულ სხვა განზომილებაა.
ნავასი "მერენგებში" უკვე 10 დღეა ვარჯიშობს, მან მწვრთნელთა ჯგუფი უკვე გააოცა, განსაკუთრებით კი ეს კიპერთა დამრიგებელ ვილიამ ვეკიზე ითქმის, რომელმაც ანჩელოტის უთხრა, რომ ამხანაგურ დაპირისპირებაში ახალწვეულს შანსი უნდა მიეცეს.
"ლევანტეს" ყოფილი მეკარისთვის ეს მატჩი ისეთი მნიშვნელოვანი იქნება, როგორც არცერთი ახალბედა მადრიდისტასთვის.
"სევილიასთან" დამაჯერებელი თამაშით იკერ კასილასმა თავდაჯერებულობა მოიხვეჭა, ასევე ანახა ყველას, რომ მის მატარებელს ჯერ არ ჩაუვლია, თუმცა როგორც ჩანს კარის დარაჯებს შორის კონკურენცია იქნება.
- 16 აგვისტო 2014
- 1 886
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.