მოტივირებული მარსელო
კარლო ანჩელოტიმ სეზონის დასაწყისში უფრო დიდი ნდობა კოენტრაოს გამოუცხადა.
ძირითად შემადგენლობაში მარცხენა ფლანგის "მესაკუთრე" ამჟაამად, პორტუგალიელი ფაბიო კოენტრაოა. ხოლო მარსელო სათადარიგოთა სკამზე დაჯდა. ეს ყველაფერი იმან განაპირობა, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს მუნდიალის შემდეგ არდადეგები გაუგრძელდა. კოენტრაომ კი წინასასეზონო მზადება პირველივე დღიდან დაიწყო და ყველა ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მართალია იტალიელი მწვრთნელი სასტარტო შემადგენლობაში პორტუგალიელი მცველი განამწესა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ სუპერ თასის და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში მარსელო შეცვლაზე შემოვიდა და დაამტკიცა, რომ საკუთარ პოზიციაზე იგი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. მადრიდელთა 12 ნომერი მოტივირებულია და ძირითად თერთმეტეულში ადგილის დასაბრუნებლად ემზადება.
Defensacentral.com
- 15 აგვისტო 2014
- 2 121
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.