პერესის "ბიზნეს ვიზიტი" სინამდვილეში დი მარიას ეხება
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი უკვე ორი დღეა საფრანგეთის დედაქალაქში იმყოფება...
ფლორენტინო პრეს-სამსახურის უფროსის განცხადებით, ესპანელი პრეზიდენტი პარიზში ბიზნეს შეხვედრებს მართავს და ამას არავითარი კავშირი არ აქვს ანხელ დი მარიას "პსჟ"-ში გადასვლასთან, თუმცა როგორც ჩანს ეს ყველაფერი ცრუ ინფორმაციაა, რადგან პერესი ალ ხელაიფთან ერთად შენიშნეს.
საქმე ანხელიტოს ტრანსფერს ეხება, თუმცა "უეფასთან" ფინანსური Fair Play-ს გამო კლუბი არგენტინელის დამატებას ვერ ახერხებს. როგორც ჩანს ფლორენტინო და პარიზული გუნდის ხელმძღვანელობა ერთობლივი ძალებით ცდილობენ ტრანსფერის ბოლომდე მიყვანას.
ასევე ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ პარიზი შესაძლოა ედინსონ კავანიმ ან ეზეკილ ლავეციმ დატოვონ, ამ შემთხვევაში ადგილობრივ კლუბს უკვე შეეძლება მაღალფასიანი მოთამაშის დამატება.
შეგახსენებთ, დი მარიას ფრანგები წლიურად 8 მილიონ ევროს სთავაზობენ.
ამასთანავე უნდა დავსძინოთ, რომ არგენტინელის შეძენით მანჩესტერ "იუნაიტედიც" არის დაინტერესებული, რომლის მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი ღიად საუბრობს ფეხბურთელზე.
- 15 აგვისტო 2014
- 2 741
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.