სერეზო : "სუპერთასის მოგება პრესტიჟის ამბავია"
მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტი, ენრიკე სერეზო აცხადებს, რომ მისმა გუნდმა ესპანეთის სუპერთასი აუცილებლად უნდა მოიგოს...
"ჩვენ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ დიდი ფული დავხარჯეთ, თუმცა დანაკლისიც განვიცადეთ. როგორც ტიბო კურტუა, ასევე ფელიპე ლუისი და დიეგო კოშტა ძალიან დიდ ძალას წარმოადგენდნენ, მათი დანაკლისის შევსებას ვცდილობთ და იმედია გამოგვივა."
"შარშან ლა ლიგა ისეთ გუნდებს გამოვტაცეთ ხელიდან, როგორებიც კატალონიის "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" არიან, ისინი გამალებით იბრძოდნენ ესპანეთის ჩემპიონობისთვის, მაგრამ ტიტული "როხიბლანკოს" დარჩა."
"ჩემპიონთა ლიგის ფინალი სამწუხაროდ წავაგეთ, ეს იყო ყველაზე დასანანი მარცხი, რადგან ბოლო წუთამდე ვიგებდით ასპარეზობას."
"ესპანეთის სუპერთასის მოგება პრესტიჟის საქმეა, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ, რომ უმაღლესი რანგის კლუბი ვართ."
- 14 აგვისტო 2014
- 3 282
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.