დიეგო ლოპესის წერილი მადრიდისტებს
აწ უკვე "მილანის" კიპერმა, დიეგო ლოპესმა მადრიდისტებს წერილი მიუძღვნა...
"32 წლის წინ პროვინციულ სოფელ პარადელაში დავიბადე. ვერც წარმოვიდგენდი თუ ოდესმე შევძლებდი ისეთი დიადი კლუბის ღირსების დაცვას, როგორიც მადრიდის "რეალი" გახლავთ, მაგრამ ეს მე მოვახერხე, რის გამოც უდიდეს მადლობას ვუხდო პრეზიდენტ პერესს."
"სამეფო კლუბის აკადემიაში აღვიზარდე, შემდეგ კი სხვაგან წავედი. საბედნიეროდ ხელმძღვანელობამ კლუბში დაბრუნების საშუალება მომცა, ის მომენტები არასდროს დამავიწყდება."
"ბოლო წლებში პროფესიონალურ დონეზე ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიე, რაც პირველ რიგში ჟოზე მოურინიოსა და კარლო ანჩელოტის დამსახურება გახლავთ, ისინი დიდ ნდობას მიცხადებდნენ და საკუთარ თავში ძალა მაპოვნინეს."
"მადლობას ვუხდი გუნდის სამწვრთნელო შტაბის თითოეულ წევრს, ფიზიოთერაპევტს, ექიმებს და ა.შ. მათ უდიდესი დამსახურება აქვთ ჩემ წინაშე. ამ ხალხს დიდ პატივს ვცემ და მომავალში წარმატებას ვუსურვებ."
"ყველაზე დიდ მადლობას გულშემატკივრებს ვუხდი, მათ ყველაზე დიდი არმია ჰყავთ, რომლებსაც ფეხბურთელები ძალიან უყვართ. ისინი მე მენდობოდნენ, მადრიდელი "ინჩასები" ერთ ოჯახს წარმოადგენენ."
"არასდროს დამავიწყდება სამეფო კლუბში გატარებული წლები, მე იქ ყოველივე საუკეთესო გრძნობა განვიცადე."
Hala Madrid !
- 14 აგვისტო 2014
- 4 337
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.