„რეალი“ „წითლებისგან“ შეთავაზებას ელოდება
საგა სახელად ანხელ დი მარია გადამწყვეტ ფაზაში შედის.
მოგეხსენებათ, „რეალის“ შემტევს ანხელ დი მარიას აქტიურად უკავშირებენ „მანჩესტერ იუნატედს“. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, სამეფო კლუბი „წითელი ეშმაკებისგან“ შეთავაზებას ელოდება. გარდა ამისა, მადრიდული გრანდის ხელმძღვანელები არ აპირებენ 26 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ფასის შემცირებას. გამომდინარე აქედან „თეთრები“ „ელ ფიდეოს“ გუნდიდან გაშვებას აღარ იჩქარებს.
შეგახსენებთ, "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ლუის ვან გაალი ღიად აცხადებს, რომ ანხელისნაირი ვინგერი სჭირდება.
Marca
- 14 აგვისტო 2014
- 3 387
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.