ანჩელოტიმ ჟოზეს უკვე აჯობა

კარლო ანჩელოტი სულ რაღაც ერთი წელია, მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმყოფება, თუმცა უკვე აჯობა ჟოზე მოურინიოს, რომელიც "ბლანკოსში" 3 წლის მანძილზე საქმიანობდა...

პორტუგალიელმა სპეციალისტმა სამ სეზონში ერთი სამეფო თასი, ერთი ლა ლიგა და ერთი ესპანეთის სუპერ თასი მოიგო, კარლიტოს კი გაცილებით უკეთესი შედეგი აქვს. 1 წელიწადში მან ჩემპიონთა ლიგის, კოპა დელ რეისა და ევროპის სუპერთასის მოგება შეძლო.

მწვრთნელები ამ ეტაპზე 3-3 ტიტულს ინაწილებენ, თუმცა ცალსახაა, რომ იტალიელს გაცილებით უფრო მაღალი რანგის ტურნირები აქვს მოგებული.

ყურადღება აუცილებლად არის გასამახვილებელი გვარდიოლას "ბარსელონაზე", რომელიც იმ წლებში გრიმიტობდა და თითოეული მეტოქისთვის უხერხული მეტოქე იყო, ჟოზეს სწორედ პეპის ყველა დროის საუკეთესო "ბლაუგრანასთან" უწევდა ბრძოლის გაჩაღება.

შარშანდელი სეზონის მარტში იტალიელ სპეციალისტში ეჭვი შეჰქონდათ, რადგან სამეფო კლუბი პრიმერაში მოწინააღმდეგეებს ჩამორჩა, ჩემპიონთა ლიგაზე კი არც ისე დამაჯერებელი თამაშით გამოირჩეოდა, თუმცა კარლიტომ ყველას გასცა პასუხი.

სამეფო თასის ფინალში გამარჯვების შემდეგ, იტალიელმა სპეციალისტმა პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ ეს ტიტული დიდებული გზის დასაწყისი იყო. იმ დღიდან 2 თვეში "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის მეათე თასი აღმართა, ახლა კი "სევილიელთა" დამარცხებაც მოახერხა სუპერთასზე.

ანჩელოტი დიდი გამოწვევების წინაშე დგას, მომავალი სეზონის ბოლოს მას შანსი აქვს საკუთარ მადრიდულ კოლექციას კიდევ 5 ოქროს მედალი შემატოს, რაც თავისთავად ძალიან რთულია, თუმცა არაშეუძლებელი.

  • Hala
  • 14 აგვისტო 2014
  • 3 240
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)