ბერნდ შუსტერი : "რეალმა დამსახურებულად მოუგო სევილიას"
მადრიდის "რეალის" ყოფილი მწვრთნელის, ბერნდ შუსტერის განცხადებით, მადრიდის "რეალმა" დამსახურებულად სძლია ანდალუსიურ სევილიას და სუპერთასს ღირსეული მფლობელი ჰყავს...
"კარლო ანჩელოტიმ დიდებული გუნდი ჩამოაყალიბა, მას გაუმართლა, რომ კლუბის სათავეში ფლორენტინო პერესი დგას, რომელიც მწვრთნელის თითოეულ თხოვნას დიდ ყურადღებას აქცევს."
"რა გამოდის? მადრიდის "რეალს" როგორც სასტარტო, ასევე სათადარიგო შემადგენლობა ძალიან ძლიერი ჰყავს, ეს კი მომქანცველ სეზონში ძალიან საჭიროა."
"დედაქალაქელებს რამდენიმე ტურნირზე მოუწევთ ასპარეზობა, აქედან გამომდინარე გრძელი სათადარიგოთა სკამი საჭირო იქნება. ფეხბურთში ყველაფერი ხდება, შესაძლოა ნებისმიერ მოთამაშე ისეთ დროს დაშავდეს, როდესაც კლუბს ყველაზე მეტად სჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ "ბლანკოსში" ამის საშიშროება არ არის, რადგან თითოეულ პოზიციაზე მინიმუმ ორი მაღალი დონის ფეხბურთელი აცხადებს პრეტენზიას."
"ემერს საკმაოდ სიმპატიური გუნდი ჰყავს, რომელსაც დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია. არ გამოვრიცხავ ანდალუსიელებმა კვლავ დიდი წარმატებით იასპარეზონ ევროტურნირებზე."
"გუშინდელ მატჩში მოედანზე ერთი გუნდი გრიმიტობდა და ეს "რეალი" გახლდათ, მათ დიდებულად იასპარეზეს."
"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ სეზონის სტარტია და მსოფლიო ჩემპიონატის გამო წამყვანმა გუნდებმა სრულფასოვანი პრე-სეზონი ვერ ჩაატარეს, მაგრამ აგვისტოს ბოლომდე ყველაფერი რიგზე იქნება."
"ვამაყობ, რომ ტონი კროოსი მსგავს ტემპში განაგრძობს პროგრესს, იგი უნაი ემერის გუნდის წინააღმდეგ შესანიშნავად გამოვიდა და ყველას დაუმტკიცა, რომ საკუთარ პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. დარწმუნებული ვარ გავა 2-3 წელიწადი და კროოსს მსოფლიოში ბადალი არ ეყოლება, ამ ფეხბურთელში უდიდესი პოტენციალი და ენთუზიაზმი დევს."
- 13 აგვისტო 2014
- 1 872
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.