იკერის დიდებული დაბრუნება
გუნდის კაპიტანი და მთავარი გოლკიპერი, წარუმატებელი ხნის შემდეგ ღირსეულად დაბრუნდა...
როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩის მთავარი ინტრიგა იკერ კასილასის მოედანზე გამოჩენა და მისი თამაშის შეფასება გახლდათ. ბევრს ეგონა, რომ წარუმატებელი მუნდიალის შემდეგ, საიდანაც ესპანეთის ეროვნული ნაკრები სამარცხვინოდ გამოვარდა, წმინდა იკერი ძველბური ავტორიტეტით ვეღარ ისარგებლებდა და მისთვის 2015 წელი საბოლოო იქნებოდა მადრიდულ გრანდში, მაგრამ მოვლენები სხვა გზით განვითარდა.
გუშინდელ შეხვედრაში სადაც "რელმა" "სევილიას" სძლია ერთ–ერთი მთავარი გმირი სწორედ იკერი გახლდათ. კიპერმა ყველას უჩვენა მისი სათამაშო დონე და უხვი პროფესიონალიზმი. კასილასმა 3 რთული ბურთის მოგერიება მოახერხა და ამით მის გუნდს გაჩმპიონების საშუალება მისცა. რომ არა სამი ბრწყინვალე სეივი, რომელმაც მადრიდისტებს გულები გაუხარა და მთავარი მეკარის შესაძლებლობაში კიდევ ერთხელ დაარწმუნა, შესაძლოა საბედისწერო გამომდგარიყო გუნდისთვის და გამარჯვებული არა "ბლანკოსი", არამედ ემერის დამოძღვრილი შეგირდები გამხდარიყვნენ.
იკერ კასილასმა, წუხანდელ თამაშში ყველა ეჭვი და კრიტიკა გაფანტა, რომელიც ბოლო დროს წამოიჭრა მისი მისამართით და საბოლოოდ ყველას დაანახა, რომ მადრიდის "რეალის" ძირითადი მეკარე და გუნდის კაპიტანი სწორედ ისააა.
- 13 აგვისტო 2014
- 1 391
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.