"მესტალიაზე" გამარჯვება ჩემპიონობასთან ასოცირდება
"ვალენსიასთან" "მესტალიაზე" გამარჯვებებით მადრიდის "რეალი" ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულს ეუფლებოდა. ასეთი დამთხვევაა ბოლო ათწლეულში.
ლა ლიგა, 2000/01 წლები. ვისენტე დელ ბოსკე
ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი "ვალენსიას" ჩემპიოანტის მე–20 ტურში დაუპირისპირდა. გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლი რაულმა 82–ე წუთზე გაიტანა. იმ სეზონში გუნდმა მოიგო ლა ლიგა. ეს იყო დელ ბოსკეს პირველი ესპანეთის ჩემპიონის ტიტული. გუნდმა 80 ქულა დააგროვა.
2002/03 წლები. რონალდოს ფენომენალური თამაში
ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე "რეალმა" ისევ დაამარცხა "ვალენსია" სტუმრად 1:2. რონალდოს დუბლის წყალობით გუნდიმა მოახერხა და მოიგო შეხვედრა. დელ ბოსკეს გუნდმა 78 ქულა დააგროვა და იზეიმა ლა ლიგის მორიგი ტიტული.
2006/07 წლები. ფაბიო კაპელო
"სამეფო კლუბმა" რაულის ერთადერთი გოლის წყალობით მოახერხეს გამარჯვება. "ელ კაპიტანომ" გოლი 51–ე წუთზე გაიტანა რობერტო კარლოსის ფლანგური გარღვევის შედეგად. თავიდან კაპელოს გუნდი მესამე პოზიციაზე იმყოფებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც გახდა ჩემპიონი. გუნდმა 78 ქულა დააგროვა.
2007/08 წლები. ბერნდ შუსტერი
ბერნდ შუსტერის გუნდმა ლა ლიგის მეათე ტურში გაანადგურა "ვალენსია" სტუმრად ანგარიშით 1:5. ეს იყო მადრიდელთა ერთ–ერთი საუკეთესო მატჩი ჩემპიონატში. გუნდმა 85 ქულა დააგროვა, ხოლო "ბარსელონამ" მადრიდელებს საჩემპიონო კორიდორი გაუკეთა.
ინფორმაციის წყარო: As.com
- 14 დეკემბერი 2009
- 3 665
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.