კროოსისა და ხამესის დებიუტი „თეთრი“ მაისურით
„სევილიასთან“ პაექრობაში, სამეფო კლუბის რიგებში ახალწვეულების დებიუტი შედგა.
კროოსი და როდრიგესი პირველი წუთებიდან გამოვიდნენ მწვანე მინდორზე.გერმანელი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ირჯებოდა, ხოლო კოლუმბიელი, ძირითადათ, შეტევის მარცხენა ფრთაზე ცდილობდა იერიშების წარმოებას.
აღსანიშნავია, რომ „ბაიერნის“ ყოფილი ფეხბურთელი დიდებულად გამოიყურებოდა.ის სრულად აკონტროლებდა მოედნის ცენტრს და წარმატებით თამაშობდა, როგორც დაცვაში, ასევე წინ.საერთო ჯამში, კროოსმა 77 პასი გააკეთა, საიდანაც 73 გამოდა ზუსტი (95%) და 11.7 კმ. ირბინა.რამდენჯერმა დიაგონალური გაადაცემითა და მეტოქის შეტევის ჩაშლით გამოიჩინა თავი.
რაც შეეხება ხამესს, ეს უკანასკნელი შედარებით ინერტული იყო.
MARCA
- 13 აგვისტო 2014
- 3 799
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.