წლის ბოლო მატჩი

მადრიდის "რეალი" შაბათს წლის ბოლო მატჩს გამართავს "სარაგოსას წინააღმდეგ "სანტიაგო ბერნაბეუზე". მადრიდელებს ოთხი დღე აქვთ მატჩისთვის მოსამზადებლად.

მომავალ უიქენდზე ლა ლიგაში წლის ბოლო მატჩები გაიმართება. "რეალი" შინ "სანტიაგო ბერნაბეუზე" "სარაგოსას" უმასპინძლებს. მანუელ პელეგრინის ოთხი დღე აქვს, რათა მოამზადოს შეგირდები შაბათს გასამართი მატჩისთვის.

გასულ კვირას "სამეფო კლუბმა" ორი მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო: ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად დაამარცხა "მარსელი" 1:3 და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო შაბათს ასევე სტუმრად "მესტალიაზე" დაამარცხა "ვალენსია" 2:3.

გუნდი ხვალ 10:30 წუთზე "ვალდებებასის" ბაზაზე შეიკრიბება და განაახლებს ვარჯიშს, რათა მოემზადოს შაბათის მატჩისთვის. "სარაგოსას" ძალიან სჭირდება გამარჯვება, რათა დააღწიოს თავი გასავარდნ ზონას. შეხვედრას მანუელ მეხუტო გონსალესი მოემსახურება.

დეკემბრის მატჩები

"რეალს" დეკემბერში ჩასატარებელი ჰქონდა ოთხი მატჩი. აქედან სამი უკვე გამართა. ლა ლიგაში დაამარცხა "ალმერია" (4:2) და "ვალენსია" (2:3), ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე დაამარცხა საფრანგეთში "მარსელი" (1:3).

მეოთხე მატჩი დარჩა "სარაგოსასთან". შეხვედრა, რომლითაც დასრულდება 2009 წლის სეზონი. ამასთან ერთად "რეალი" გაიგებს ჩემპიონთა ლიგის მეტოქის შესახებ. კენჭისყრა 18 დეკემბერს, ნიონში გაიმართება.


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

  • faqo
  • 14 დეკემბერი 2009
  • 3 611
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (256)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)