ხედირასთან დაკავშირებით ახალი გარემოებები მჟღავნდება
მოგეხსენებათ, სამი ხედირასთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა პრესის საშუალებით. გერმანელ ნახევარმცველს წასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა თავად ფეხბურთელი საკმაოდ მშვიდად არის და კლუბთან ერთად სეზონის დასაწყებად ემზადება...
გავრცელებული ინფორმაციით სამის საკუთარ აგენტთან ჰქონდა საუბარი, სადაც გაიგო, რომ მადრიდის "რეალს" მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება 2018 წლის ივნისამდე სურს, თუმცა ფეხბურთელს ამაზე რეაქცია არ ჰქონია.
1 წელიწადში გერმანელს ხელშეკრულების ვადა ეწურება და ის თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს, რაც არაფრით არ აწყობს ფლორენტინო პერესს, რადგან ფეხბურთელის სანაცვლოდ ბიუჯეტში 1 ცენტიც კი არ ჩაირიცხება.
ხელმძღვანელობამ მკაცრი ზომები მიიღო. იმ შემთხვევაში და მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ხედირა კლუბთან თანამშრომლობის გაგრძლებას არ დათანხმდება, "ბლანკოსი" ნებისმიერ შემოთავაზებას განიხილავს და შეგირდს აბარგება მოუწევს.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
- 11 აგვისტო 2014
- 2 140
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.