ხუან კარლოს რესტრეპო : "ხამესი საუკეთესო გახდება"
ხუან კარლოს რესტრეპო, რომელიც ხამეს როდრიგესის ნათლია გახლავთ, ჟურნალისტებს შეხვდა და ინტერვიუ ჩაწერა. ხუანი არის ის ადამიანი, რომელმაც კოლუმბიელ ფეხბურთელს გზა გაუკვალა და ბოლომდე ბრძოლა ასწავლა...
"მადრიდის რეალი უდიდესი კლუბია, ხამესმა სარისკო ნაბიჯი გადადგა, მაგრამ დარწმუნებული ვარ გაცემულ ავანსებს გაამართლებს და სამეფო კლუბის გულშემატკივართა საყვარელი ფეხბურთელი გახდება, იგი ძალიან შრომისმოყვარეა, რაც აუცილებლად დაუფასდება."
"ჩემს ნათლულში ეჭვი არასდროს შემიტანია, როგორც მე ასევე მის თითოეულ ახლობელს სჯერა, რომ "ბლანკოსი" და როდრიგესი განუყოფელი ნაწილები იქნებიან."
"ღმერთს დიდ მადლობას ვუხდი იმისათვის, რომ ხამესის ნიჭის აღმოჩენის უნარი მომცა. პატარა როდრიგესს ეტყობოდა, რომ ნიჭით აღსავე იყო. მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ მას საფეხბურთო აკადემიაში განეგრძო პროფესიული ზრდა, საბედნიეროდ საწადელს მივაღწიე და დღევანდელ დღეს კოლუმბია მისით ამაყობს."
"მხოლოდ ნიჭი არასდროსაა საკმარისი, მთავარი ყოველთვის მუხლჩაუხრელი შრომა გახლავთ, როდრიგესს არასდროს ეზარებოდა ვარჯიში, იგი ყოველთვის მონდომებული იყო."
"გუშინ და ხვალ ფეხბურთში არ არსებობს, შენ ყოველთვის დღევანდელობით უნდა იცხოვრო"- ეს წინადადება მისთვის არაერთხელ მითქვამს, საბედნიეროდ ის ყოველთვის მიჯერებდა."
"დარწმუნებული ვარ ხამესის ადგილი ახლანდელი ფორმაციის "რეალში" მოიძებნება. ანჩელოტის გუნდმა შარშან ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მას ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ერთმანეთის ძალიან კარგად ესმით, მაგრამ ვთვლი, რომ როდრიგესი გუნდს შესანიშნავად უდირიჟორებს და კოლექტივი კიდევ უფრო ძლიერი გახდება."
- 10 აგვისტო 2014
- 1 419
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.