კარლოსი : "კარდიფში "რეალია" ფავორიტი
მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რობერტო კარლოსმა კარდიფის ფინალის წინ ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაწერა...
"მადრიდის "რეალში" შესანიშნავმა კოლექტივმა მოიყარა თავი, მათ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგისა და სამეფო თასის მოგება, ახლა კი დიდი ზეწოლის ქვეშ მოუწევთ თამაში სევილიელებთან, რადგან გულშემატკივარი მათგან მხოლოდ წარმატებას მოელის."
"ლა ლიგის დონე კიდევ უფრო ამაღლდა, რადგან ფინალისტები სწორედ მადრიდს წარმოადგენდნენ, ევროპის კი ანდალუსიელებმა მოიგეს, ეს იყო ნამდვილი ფურორი, რომელიც ამ ქვეყანამ მოახდინა."
"ფლორენტინო პერესმა როგორც ყოველთვის, ახლაც გაახარა "ინჩასები" ახალი შენაძენებით, მან უკვე დაიმატა ტონი კროოსი, კეილორ ნავასი და ხამეს როდრიგესი. კოლუმბიელი ფეხბურთელი ძალიან მომწონს. ზოგადად მიხარია, როდესაც სამხრეთ-ამერიკელი მოთამაშეები "ბლანკოსის" ფორმას ირგებენ, რადგან ისინი "მერენგების" თამაშს კიდევ უფრო საინტერესოს ხდიან."
"ახალწვეულებმა ადაპტაცია უმოკლეს დროში უნდა გაიარონ, თუმცა მათ პირველ რიგში უნდა გაითავისონ, რომ "ნერენგების" ღირსებას იცავენ, ამით კი ყველაფერი ნათქვამი გახლავთ."
"დარწმუნებული ვარ შანსი ყველას მიეცემა, რადგან კარლო ანჩელოტის გუნდს წინ ურთულესი სეზონი უდგას, სამეფო კლუბი უდიდესი გამოწვევის წინაშე დადგა , მათ ერთბაშად 6 ტიტულის მოგება შეუძლიათ."
"მახსოვს ის "რეალი", რომელშიც მე ვთამაშობდი, მაშინ ჩვენ "გალაქტიკო" გვერქვა, ყველა კაშკაშა ვარსკვლავი მადრიდული გუნდის ღირსებას იცავდა, მაგრამ ეს ყველაფერი დიდ სტრესსა და პასუხისმგებლობას ქმნიდა, ჩვენს წინააღმდეგ ყველა გაათმაგებული ძალით თამაშობდა, თითოეული გუნდის ოცნება და მიზანი სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე წარმატების მიღწევა იყო."
"სევილიელებმა ზაფხულში უდიდესი დანაკარგი განიცადეს, მათ ხორვატი რაკიტიჩი დააკლდათ, რომელმაც "ბარსელონას" მიაშურა, თუმცა ვთვლი, რომ უნაი ემერს საკმაოდ სოლიდური გუნდი ჰყავს, რომელსაც ბრძოლა შეუძლია."
- 10 აგვისტო 2014
- 1 566
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.