კარდიფში კარვახალი სასტარტოში იქნება
ბევრია საუბრაი იმის შესახებ, თუ ვინ ითამაშებს სევილიას წინააღმდეგ სამშაბათს.
ალვარო არბელოას და დანი კარვახალის დუელი გრძელდება. ისინი ძირითადი შემადგენლობისთვის იბრძვიან. გასულ სეზონში კარვახალი მადრიდის "რეალში" "ლევერკუზენიდან" დაბრუნდა სადაც მან ერთი სეზონი იჯარის წესით გაატარა.
წინა წელი ახალგაზრდა ესპანელი მარჯვენა ფლანგელისთვის გასაოცარი იყო. მან კარლო ანჩელოტის ნდობა სრულად მოიპოვა და გამოცდილ ალვარო არბელოას სათადარიგოთა სკმაზე მიუჩინა ადგილი.
როგორც ჩანს დანი იტალიელი სპეციალისტის ნდობას ახლაც სრულად ინარჩუნებს და სწორედ ამიტომ, სამშაბათს, ევროპის სუპერ თასის ფინალში, რომელიც კარდიფში გაიმართება, "სევილიას" წინააღმდეგ სწორედ კარვახალი იასპარეზებს.
Defensacentral.com
- 10 აგვისტო 2014
- 1 636
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.