ტოშაკი: "კარდიფი ბეილის ხათრით გამადრიდისტდება"
როგორ მოგეხსენებათ კარდიფში გაიმართება ევროპის სუპერთასის ფინალი მადრიდის "რეალსა" და "სევილიას" შორის. ამასთან დაკავშირებით ჯონ ბენჟამენ ტოშაკმა კომენტარი გააკეთა.
"კარდიფში გასაოცარი ხალხი ცხოვრობს. მათ გარეთ ბეილი ძალიან უყვართ და დარწმუნებული ვარ მისი ხათრით სუპერთასის ფინალში ყველა მადრიდის "რეალს" უგულშემატკივრებს."
"იმის თქმა, რომ "რეალი" სუპერ თასზე ფავორიტია, არ იქნება გამართლებული. "სევილია" საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდია, რომელსაც დიდებული მწვრთნელი, სახელად უნაი ემერი წვრთნის. მე მასთან ერთად ჩემი სადებიუტო მატჩი ჩავატარე 1991-92 წლებში, "რეალ სოსიედადის" შემადგენლობაში. სამწუხაროდ მაშინ ტრავმა მივიღე, თუმცა არ დამავიწყება ემერის ბრწყინვალე მატჩი. იგი ყოველთვის გამორჩეული იყო და ყოველთვის ამტკიცებდა თავის შესაძლებლობებს. სამწვრთნელო კარიერაც ასეთივე გასაოცარი აქვს. ვფიქრობ იგი საკმაოდ დიდ სამუშაოს და დიდი სირთულეებს ართმევს თავს და სწორედ ამიტომ მას წარმატებებს ვუსურვებ."
"არცკი ვიცი ვის უნდა შევადარო გარეთ ბეილი. იგი წარმოუდგენელი ფეხბურთელია. ფიზიკურად ძალიან ძლიერია, რაც ნებისმიერ სპორტში უმნიშვნელოვანესია. მისი ნიჭით ყველა აღფრთოვანებულია და ვფიქრობ გასული სეზონის დასასრული მისთვის საუკეთესო იყო კარიერაში. მან მადრიდის "რეალის" წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. მინდა განვაცხადო და ვაღიარო, რომ სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მათ კოლოსალური თანხა გადაუხადეს ლონდონის "ტოტენჰემს" უელსელი ფეხბურთელის სანაცვლოდ."
Defensacentra.com
- 9 აგვისტო 2014
- 2 743
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.