"რეალი" სამუშაოს შეუდგა
მადრიდის "რეალმა" დაიწყო პეპეს შემცვლელებზე ფიქრი.
"მესტალიაზე" პეპემ უმძიმესი ტრავმა მიიღო. "რეალის" ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო ტრანსფერებზე ფიქრი. გუნდს სჭირდება გამოცდილი მცველი.
ხორხე ვალდანომ გუშინ განაცხადა, რომ ორშაბათს შეუდგებოდა ფეხბურთელებზე დაკვირვებას. მადრიდელთა სპორტული დირექტორი დაცვის ყველა პოზიციისთვის დაიწყებს ფეხბურთელების ძიებას.
ახლა გუნდს სჭირდება დაფიქრება, რადგან ისეთი ფეხბურთელი უნდა შეიძინონ, რომელსაც შეეძლება ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობაც და არ უნდა დაუშვან ისეთი შეცდომა, როგორც გასულ სეზონში ჰუნტელაარის შეძენის დროს დაუშვეს. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელ ფორვარდს არ შეეძლო ამ ტურნირზე ასპარეზობა.
ცენტრალური მცველები:
ბრუნო ალვეში (პორტუგალიელი 28 წლისაა, 1,89 მეტრი სიმაღლის. "პორტუ" – ვერ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე): პორტუგალიელმა მცველმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში "ატლეტიკოს" გაუტანა გოლი. ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია, რაც მას აძლევს საშუალებას იყოს დაცვის ბურჯი.
ჟუანი (ბრაზილიელი 30 წლისაა, 1,82 მეტრი სიმაღლის. "რომა" – ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე): ბრაზილიელ მცველს აქვს უდიდესი გამოცდილება. მიუხედავად დიდი ასაკისა, მას ჯერ კიდევ არ უთამაშია პრიმერადივიზიონში.
ოტამენდი (არგენტინელი 21 წლისაა, 1,78 მეტრი სიმაღლის. "ველეს სარსფილდი" – ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე): მომავლის ფეხბურთელი. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა უკვე ჰქონდა არგენტინაში დებიუტი და ერთ–ერთი პერსპექტიული მცველია. საჰაერო ორთაბრძოლებში ძლიერია, მაგრამ ჯერ ისევ ახალგაზრდაა.
მარცხენა მცველები:
კლიში (ფრანგი 24 წლისაა, 1,81 მეტრი სიმაღლის. "არსენალი" – ვერ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე): ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი მცველი, რომელიც არსენ ვენგერმა ჩამოაყალიბა. საფრანგეთის ნაკრებში უკვე თამაშობს. მისი კოზირი სისწრაფე და უსაფრთხოობაა. ზოგჯერ შეცდომებსაც უშვებს.
ვარგასი (პერუელი 26 წლისაა, 1,85 მეტრი სიმაღლის. "ფიორენტინა" – ვერ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე): საუკეთესოა თავის პოზიციაზე. ვერ ითამაშებს ევროთასებზე. პერუელს ყველაფერი აქვს, რათა იყოს საუკეთესო მარცხენა ფლანგზე. საჰაერო ორთაბრძოლებში შესანიშნავია და შეტევებშიც კარგად ერთვება.
მარჯვენა მცველები:
რაფინია (ბრაზილიელი 24 წლისაა, 1,72 მეტრი სიმაღლის. "შალკე" – ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე): კლასიკური ბრაზილიელი მცველია, რომელიც სწრაფია და კარგად ერთვება შეტევებში.
სანია (ფრანგი 26 წლის, 1,76 მეტრი სიმაღლის. "არსენალი" – ვერ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე): ფიზიკურად ძლიერია და მარჯვენა ფლანგზე შესანიშნავად თამაშობს. შეტევაშიც დიდებულად ერთვება.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 14 დეკემბერი 2009
- 3 857
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.