ხედირა იანვარში დატოვებს გუნდს
სამი ხედირა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდს არ დატოვებს.
ხედირას და დი მარიას ბედი ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის. თუმცა გერმანელი ნახევარმცველი მზად არის სამეფო კლუბთან კონტრაქტის გასახანგრძლივებლად. საბოლოო გადაწყვეტილებით სამი ხედირა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში არ გაიყიდება და იგი გუნდში დარჩება.
კარლო ანჩელოტიმ შესანიშნავად იცის, რომ მადრიდელთა "6" ნომერი გუნდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, თუმცა ნახევარდაცვაში მისი ადგილი უკვე აღარ მოიძებნება და იმ შემთხვევაში, თუ კლუბი ზამთარში დამაკმაყოფილებელ შემოთავაზებას მიიღებს, ხედირა სხვა გუნდში აღმოჩნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი 2015 წელს იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს "ბლანკოსის" რიგებს.
Defensacentral.com
- 9 აგვისტო 2014
- 2 229
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.