კასილასი "რეალში" კიდევ ერთი წლით დარჩება
"ბლანკოსის" მეკარემ და კაპიტანმა, იკერ კასილასმა ფლორენტინო პერესთან მოილაპარაკა და გადაწყდა, რომ ესპანეთის ნაკრების მეკარე სამეფო კლუბში კიდევ ერთი წლით დარჩება.
კეილორ ნავასის და დიეგო ლოპესის ერთ გუნდში შეკრებამ მადრიდელთა კაპიტანი კლუბიდან წასვლაზე დააფიქრა. გასულ სეზონში კასილასს ძირითად შემადგენლობაში თამაშის შანსი არ ეძლეოდა. იგი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე და კოპა დელ რეიზე გამოდიოდა პირველივე წუთებიდან მწვანე მინდორზე. სწორედ ამიტომ იკერმა გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა.
თუმცა ესპანეთის ნაკრების და მადრიდის "რეალის" კაპიტანმა ფლორენტინო პერესთან და კარლო ანჩელოტისთან ისაუბრა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ იკერი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს თანამშრომლობას სამეფო კლუბთან.
აღსანიშნავია ისიც, რომ "ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა მადრიდელთა პირველ ნომერს უკვე გამოუცხადა ნდობა, რაცას ის ფაქტი მოწმობს, რომ სუპერ თასზე "სევილიას" წინააღმდეგ მატჩში პირველივე წუთებიდან კარს სწორედ იკერ კასილასი დაიცავს.
Defensacentral.com
- 9 აგვისტო 2014
- 2 439
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.