ბაპტიშტა : "სევილისათან" ფავორიტი "რეალია"
ჟულიო ბაპტიშტა, რომელიც წლების მანძილზე გამოდიოდა ანდალუსიურ "სევილიასა" და მადრიდის "რეალში", ჟურნალისტებს შეხვდა და სპეციალურად სუპერ თასის ფინალზე ისაუბრა...
"ანჩელოტის ძალიან ძლიერი კოლექტივი ჰყავს და ჩემი აზრით ისინი ფავორიტის სტატუსს იმსახურებენ."
"ანდალუსიელებმა შარშანდელ სეზონში ძალიან სანახაობრივი ფეხბურთის ხარჯზე მიაღწიეს წარმატებას, მათ ევროპის ლიგა მოიგეს, რაც ძალიან სასიამოვნოა."
"დარწუნებული ვარ სასიამოვნო ფინალი იქნება."
"თუ "სევილიას" წარმატების მიღწევა სურს, უშეცდომოდ უნდა ითამაშოს, რადგან სხვა შემთვევაში ისეთი დონის კლუბთან, როგორიც "ბლანკოსი" გახლავთ, ფონს გასვლა წარმოუდგენლად დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული."
"ანდალუსიელები ყოველთვის იბრძვიან, ისინი არასდროს ყოფილან სასიამოვნო მეტოქე სამეფო კლუბისთვის, რადგან ყოველთვის თავდადებით იბრძოდნენ."
"პროგნოზს ვერ გეტყვით, მაგრამ მეტი შანსი სამეფო კლუბს აქვს, კარლო ანჩელოტიმ იდეალური კოლექტივი ჩამოაყალიბა, მას თითო პოზიციაზე 2 უმაღლესი რანგის ფეხბურთელი ჰყავს, ასევე ამ გუნდში შეიმჩნევა დიდებული ბალანსი, რის ხარჯზეც კლუბი მაქსიმუმს აღწევს."
- 9 აგვისტო 2014
- 1 930
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.