ING: "იუნაიტედი" 68 მილიონს იხდის
დღეს დილით ბრიტანულ გამომცემლობა Metro-ში დაიბეჭდა ახალი ნომერი.
მადრიდის "რეალისთვის" კვლავ აქტუალური არის ანხელ დი მარიას სატრანსფერო მოლაპარაკება. დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვან გაალი არგენტინელ ფორვარდს ითხოვს, რათა მის მიერ დასახული გეგმები მანჩესტერ "იუნაიტედში" წარმატებით განვითარდეს. "წითელი ეშმაკები" სამეფო კლუბს ანხელის სანაცვლოდ 68 მილიონ ევროს სთავაზობს.
მოგეხსენებათ "პსჟ"-ს და ბალნკოსის ხელმძღვანელებს შორის შეთანხმება წარუმატებლად დასრულდა, რადგან ფრანგული კლუბის მეპატრონეს დი მარიას სატრანსფერო ღირებულება გადამეტებულად მოეჩვენა. აღსანიშნავია ისიც, რომ პარიზელებმა შეიძინეს დავიდ ლუისი და მის გადასაბირებლად კლუბმა საკმაოდ სოლიდური თანხა დახარჯა.
სწორედ ამიტომ, მანჩესტერელებს ანხელ დი მარიას შეძენაში არავინ შეეცილება. "იუნაიტედის" ხელმძღვანელობის აზრით კი დი მარია 68 მილიონ ევროზე მეტი არ ღირს.
Defensacentral.com
- 9 აგვისტო 2014
- 2 921
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.