ადრიანო გალიანიმ გარაის დაადგა თვალი
დღეს ადრიანო გალიანი "პალერმოსთან" მარცხის შემდეგ დარწმუნდა, რომ გუნდს სჭირდება კარგი მცველი. ასეთად კი მას მადრიდის "რეალის" არგენტინელი მცველი ეზეკილ გარაი მიაჩნია. თავხოტორა ჩინოვნიკსა და ფლორენტინო პერესს კარგი ურთიერთობა აქვთ და სწორედ ამის იმედი აქვს ადრიანოს.
გარაიმ გუშინ "ვალენსიასთან" მატჩში გადამწყვეტი გოლის გატანა მოახერხა და გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა. ამასთან ერთად გუნდის დაცვის ბურჯმა პორტუგალიელმა პეპემ ტრავმა მიიღო და ექვსი თვით ჩამოშორდა ფეხბურთს. ეზეკილი კი ახლა სასტარტო შემადგენლობის წევრი გახდება. ძნელად სავარაუდოა მან "რეალის" დატოვებაზე იფიქროს. თუმცა იტალიური მხარე იმედს იტოვებს, რომ არგენტინელის შეძენას მოახერხებს.
ინფორმაციის წყარო: Marca.com
- 14 დეკემბერი 2009
- 3 836
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.