ნეგრედო : „რეალიდან არასდროს შემხმიანებიან“
ალვარო ნეგრედო პრესაში გავრცელებულ ჭორებს უარყოფს, რომლის მიხედვითაც მას სამეფო კლუბის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და თანამშრომლობა შესთავაზეს...
„როგორც შარშან , ასევე წელს არაერთი ინფორმაცია წავიკითხე, რომელიც ჩემს „რეალში“ გადასვლას ეხებოდა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მადრიდული კლუბიდან არასდროს არავინ შემხმიანებია.“
„მე წავედი „ბლანკოსიდან“ , რადგან ჩავთვალე, რომ იქ ვერასდროს განვვითარდებოდი. „მერენგებში“ ყოველთვის დიდი კონკურენციაა, ანალოგიურის თქმა შემიძლია ახლაც.“
„ნაბიჯი გადავდგი და არ ვნანობ, რადგან მადრიდის დატოვების შემდეგ ბევრი რამ ვისწავლე და ბევრად უკეთესი ფეხბურთელი გავხდი.“
„პრესას ხშირად ვეცნობი, რადგან მაინტერესებს თუ რა ხდება თანამედროვე ფეხბურთში, მაგრამ ჩემზე დაწერილი არცერთი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელობასთან არასდროს მისაუბრია. შესაძლოა მათ ინტერესი აქვთ, მაგრამ ეს სიახლე მე არ გამიგია.“
- 8 აგვისტო 2014
- 1 484
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.