არბელოა შენდობას თხოვს იკერს
სამეფო კლუბის განაპირა მცველმა, საჯაროდ მოუხადა ბოდიში გუნდის კაპიტანს.
„მას შემდეგ, რაც ცნობილი „გაზიარების“ შემდეგ ითქვა ჩემზე, მინდა შემდეგი განვმარტო:
- შეცდომა დავუშვი, რომ ბოლომდე წაუკითხავად გავაზიარე „პოსტი.“
- ჩემს ცხოვრებაში არასოდეს მითქვამს აუგი თანაგუნდელზე და რა თქმა უნდა, შექმნილ სიტუაციაში, ამის გაკეთებას სხვისი დახმარებით არ ვაპირებდი.
- მინდა, ბოდიში მოვუხადო იკერსა და სამეფო კლუბის ქომაგებს, რომლებსაც ზიანი მივაყენე ჩემი ქმედებით.
- ვიმედოვნებ, კარგად გაატარებთ დარჩენილ ზაფხულს და იმედი მაქვს, შემდეგი სეზონი წარმატებული იქნება ჩვენთვის.
- ¡Hala Madrid“ - დაწერა არბელოამ საკუთარ Twitter-ზე.
ესპანელს მცველს, საბოდიშოდ მას შემდეგ გაუხდა საქმე, როდესაც რამდენიმე თვის წინ, იმავე Twitter-ზე, ერთ-ერთი ქომაგის შემდეგი განცხადება გააზიარა: „ბოლო 5 წელია, კასილიასი კიბოსავითაა კლუბისთვის.ერთ დროს, იკერი მსოფლიოს საუკეთესო კარის დარაჯი იყო, მაგრამ ახლა, საშუალო დონის კიპერად ითვლება და საქმეს არასწორად უდგება.წარმატებულმა სანაკრებო კარიერამ და სენტიმენტალურმა ურთიერთობამ სარა კარბონეროსთან, კასილიასი „რეალს“ ჩამოაშორა.მას ერთი წლის უკან უნდა დაეტოვებინა გუნდი, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.“
ყოველივე ამას, იკერ კასილიასმა ერთ-ერთი გულშემატკივრის კომენტარის „მოწონებით“ უპასუხა: „ნუ დაგვავიწყდება, რომ განვლილ სეზონში „ბლანკოსმა“ სწორედ ის ტურნირები მოიგო, რომელზეც კასილიასი გამოდიოდა.“
AS
- 8 აგვისტო 2014
- 5 308
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.