რუდი : „იმედი მაქვს „რეალში“ მეტი ჰოლანდიელი ითამაშებს“
რუუდ ვან ნისტელროი, რომელიც ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ დაინიშნა, აცხადებს, რომ ძალიან სურს სამეფო კლუბში არაერთმა მისმა თანამემამულემ იასპარეზოს...
„სამეფო კლუბი დიდი აკადემიაა, ვინც „რეალში“ ხვდება ყოველთვის დიდ გამოცდილებას იძენს, იქ ყოველთვის მოგებას გთხოვენ, რის გამოც უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ გიწევს ასპარეზობა, თუმცა ამ ყველაფერს დადებითი ნიუანსებიც აქვს, გაცილებით უფრო ძლიერი და შრომისმოყვარე ხდები.“
„ჰოლანდიის გუნდი გარდამავალ სიტუაციაშია, ნაკრებში არაერთი ახალი სახე გამოჩნდა ლუის ვან გაალის დროს და მათ საკმაოდ სოლიდური შთაბეჭდილებაც დატოვეს. ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კოლექტივი გვყავდა ბრაზილიაში, თუმცა მესამე საპატიო ადგილის მოპოვება მოვახერხეთ და რაც ყველაზე მთავარია არც მეტი არც ნაკლები, ტურნირის მასპინძელი ბრაზილია დავამარცხეთ.“
„რამდენიმე წლის წინ „ბლანკოსში“ ერთბაშად რამდენიმე ჰოლანდიელი ასპარეზობდა. რაფაელ ვან დერ ვაარტი, უესლი სნეიდერი, არიენ რობენი, როისტონ დრენტე, კლაასი, თითოეულმა ფეხბურთელმა ესპანეთში უდიდესი გამოცდილება მიიღონ, სნეიდერმა კი „რეალის“ გამოცდილება მილანის „ინტერს“ მოახმარა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.“
„ყოველთვის მემახსოვრება მანჩესტერ „იუნაიტედსა“ და სამეფო კლუბში გატარებული წლები, მე იქ უდიდესი გამოცდილება და სიყვარული მივიღე, ორივე გუნდში განსაკთრებული სწრაფვაა გამარჯვებისკენ, რაც თითოეულ ფეხბურთელს მოტივაციას უმაღლებს.“
- 8 აგვისტო 2014
- 1 567
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.