რონალდო: "ფორმაში იმიტომ ვარ, რომ ტიტულები მოვიგო"
პორტუგალიელმა სუპერ ვარსკვლავმა, კრიშტიანო რონალდომ Mens Health-თან თავის ფიზიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
"ჩემის სხეულის ასეთი განლაგება დიდი ვარჯიშის შედეგია. ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ წარმატებას მივაწღიო და ტიტულები მოვიგო. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ მაისურს იმიტომ ვიხდი, რომ ჩემი ტანი მსფოლიოს ვაჩვენო და სურათები გადამიღონ. მინდა განვაცხადო, რომ ეს სიცრუეა."
"მე ყოველთვის ვასრულებ იმ ვარჯიშებს, რაცას სამწვრთნელო შტაბი მავალებს. თუ დრო და ენერგია შემრჩება დამატებით ვვარჯიშობ, რათა სასურველ ფრომაში ვიყო. სხეულის გამოყვანა ჩემი მიზანი საერთოდ არ არის. უბრალოდ ვარჯიშს ძალიან დიდ დროს ვუთმობ, რაც ჩემს ფიზიკურ კონდიციებზე თავისთავად აისახა. ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელმა თავდაუზოგავად უნდა ივარჯიშოს, რათა ძალა მოემატოს. ფიზიკური სიძლიერე კი ნებისმიერი სპორტსმენისთვის აუცილებელია."
Defensacentral.com
- 8 აგვისტო 2014
- 2 293
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.