ალექს ვიდალი : "რეალი ფსიქოლოგიურად არასახარბიელო სიტუაციაშია"
ანდალუსიური "სევილიას" ახალწვეულმა ალექს ვიდალმა პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც მომდევნო დაპირისპირებაზე ისაუბრა, სადაც ერთმანეთს მისი კლუბი და მადრიდის "რეალი" შეერკინებიან...
"ჩვენი გუნდი ყველანაირი გამოწვევისთვის სრულ მზადყოფნაშია და არაფრის გვეშინია."
"ვფიქრობ, მადრიდში არც ისე სახარბიელო სიტუაციაა. პირველ რიგში მთავარი მწვრთნელი საგონებელშია ჩავარდნილი და არ იცის რომელი მეკარეა საუკეთესო. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვინ დაიცავს კარს, ეს იქნება იკერ კასილასი თუ კეილორ ნავასი, საბრძოლველად მზად ვართ."
"ვგონებ, ჩვენ როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით უკეთეს კონდიციაში ვიმყოფებით, სამეფო კლუბმა ამერიკულ ტურნეშიც აჩვენა, რომ გუნდში ჯერ-ჯერობით სიტუაცია დაულაგებელია."
"ეს გუნდი მადრიდის "რეალი" გახლავთ, რომლისგანაც ყველაფერია მოსალოდნელი, არ არის გამორიცხული უფერული წაგებების შემდეგ მათ ჯავრი სევილიაზე იყარონ, მაგრამ ჩვენ ამის უფლება არ უნდა მივცეთ."
"იმ შემთხვევაში ვითამაშებ, თუ მწვრთნელი მეტყვის, ახლა ინტენსიური ვარჯიშით ვარ დაკავებული იმისათვის, რომ ოპტიმალურ კონდიციას მივუახლოვდე."
- 7 აგვისტო 2014
- 2 515
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.