ნავასი: „პლანეტის საუკეთესო კლუბში მოვედი“
მადრიდის „რეალის“ მაისურის მორგების შემდეგ, კეილორ ნავასმა პირველი პრესკონფერენცია გამართა.
„ყველაფერი დიდებულად მიმდინარეობს.ჩემთვის და სრულიად კოსტა-რიკისთვის ბედნიერი წუთებია.მინდა, მადრიდიდან მივესალმო თანამემამულეებს.“
„რა თქმა უნდა, „ბლანკოსის“ ფეხბურთელობა ჩემი ოცნება იყო.კლუბში 2 შესანიშნავია გოლკიპერია და ვეცდები, ბევრი რამ ვისწავლო მათგან.მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებთან ერთად ვარჯიში და თამაში დიდი სიამოვნება იქნება.“
„კონკურენციის არ მეშინია.თავდაუზოგავად ვიმუშავებ, რათა მზადყოფნაში ვიყო.“
„მუნდიალის შემდეგ ბევრი კლუბის მქონდა შემოთავაზება, თუმცა წინა პლანზე სამეფო კლუბში დავაყენე, რამეთუ მთელი კარიერი ველოდებოდი ამ მომენტს.“
„პირველად, ჩემმა აგენტმა დაიწყო კლუბთან მოლაპარაკებები.მოხარული ვარ, რომ შეთანხმება ყოველგვარი გართულებების გარეშე შედგა.“
„თავისუფლად შეიძლება, რომ კლუბში 3 კიპერი ირიცხებოდეს.“
„სამეფო კლუბში ყველაფერი შთამბეჭდავია.ვიმედოვნებ, მე და ჩემი ოჯახი დასამახსოვრებელ დროს გავატარებთ მადრიდში.“
„მშვიდად ვარ და მომავალს იმედიანად შევჰყურებ.სრულად ვაცნობიერებ, თუ სად მოვედი.ვფიქრობ, თავდაუზოგავი მუშაობა შედეგბს გამოიღებს.ახალ გამოწვევას მზადყოფნაში ვხვდები.“
AS
- 6 აგვისტო 2014
- 2 321
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.