ვარანს ანჩელოტისთან შეხვედრა სურს
რაფაელ ვარანი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კიდევ უფრო დიდი გამოცდილებით დაუბრუნდა სამეფო კლუბს. ფრანგ ფეხბურთელს ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობა სურს, ამისთვის კი კარლო ანჩელოტისთან შეხვედრას გეგმავს, რათა თავისი მომავლის შესახებ შეიტყოს...
რაფას გარანტიები სჭირდება. შარშანდელი სეზონში მას ბევრი გაუცდა რაც პირველ რიგში მიღებული ტრავმიდან იყო გამოწვეული, თუმცა დიდიე დეშამი მას ენდო და ბრაზილიაში მუნდიალზე წაიყვანა, ფეხბურთელმა კი გაცემული ავანსები გაამართლა და დაცვის ბურჯად მოგვევლინა.
კარლიტო დაცვის ცენტრში რამოსი-პეპეს წყვილს ანიჭებს უპირატესობას, წლები კი გადის და ვარანს მეტი სათამაშო დრო სჭირდება კიდევ უფრო მაღალი დონის მცველად ჩამოყალიბებისთვის.
ფრანგი მცველის შეძენა ჟოზე მოურინიოს სურს, პორტუგალიელი სპეციალისტი თვლის, რომ ლონდონის „ჩელსის“ დავიდ ლუისის დანაკარგის შევსება სწორედ ვარანის დამატებით შეუძლია. მოურინიო ახალგაზრდა უკანახაზელს ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობას და გაცილებით უფრო მეტ ხელფასს ჰპირდება, ვიდრე „ბლანკოსში“ აქვს.
როგორც ვხედავთ „არისტოკრატებს“ ახალგაზრდა მოთამაშესთან საკმაოდ მომხიბვლელი წინადადება აქვთ, აქედან გამომდინარე სამეფო კლუბს აქტიურად მუშაობა მოუწევს იმისათვის, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მცველი შეინარჩუნოს.
ჯერ-ჯერობით არ არის დაგეგმილი თარიღი თუ როდის შეხვდება კარლო ანჩელოტის ვარანი, თუმცა მოთამაშე ყოველ წუთს გამოთქვამს მზადყოფნას, მას სურს რაც შეიძლება დროულად შეიტყოს საკუთარი მომავლის შესახებ, მისი მიზანი მოედანზე რაც შეიძლება მეტი წუთის გატარებაა. მხარეები საუბრისას ერთმანეთს საკუთარ პირობებს წარუდგენენ, რის შემდეგაც ყველაფრის შეჯერება მოხდება და გარკვეული კონსესური წარმოიშვება, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
- 5 აგვისტო 2014
- 2 206
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.