სამეფო კლუბი ბრუნო ალვეშით დაინტერესდა
პეპეს ტრავმამ ფლორენტინო პერესი და მისი თანამებრძოლები შეძრა...
მადრიდის "რეალის" დაცვის ბურჯი 6 თვის მანძილზე ვერ შეძლებს ვარჯიშის დაწყებას, მისთვის ეს სეზონი დასრულებულია.
,,ბლანკოსის" ხელმძღვანელობა უკვე შეუდგა მაღალი კლასის მცველის ძიებას, პეპეს შემცვლელი ჯერჯერობით გარაია, რომელმაც ვალენსიასთან გოლის გატანაც შეძლო, ასევე თადარიგშია კრისტოფ მეტცელდერი მაგრამ მას გამუდმებით სხვადასხვა ორგანოების ტრავმა აწუხებს, ამიტომ მიგელ პარდესა უკვე შეუდგა მცველის ძიებას.
მადრიდის რეალს მთელი სეზონი დახუნძლული აქვს ურთულესი მატჩებით,რომელშიც ნამდვილად ჭირდება პეპეს ღირსეული შემცვლელის პოვნა.
ზამთარში თეთრების ხელმძღვანელები აუცილებლად იაქტიურებენ სატრანსფერო ბაზარზე და ეცდებიან მცველის ყიდვას, ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გახლავთ პორტუგალიელი მცველი ბრუნო ალვეში, რომლითაც ,,ბლანკოსი" ადრეც იყო დაინტერესებული მაგრამ ფინანსური შეუთანხმებლობის გამო ეს მოლაპარაკება ჩიხში შევიდა.
ჯერჯერობით არანაირი თანხა არ სახელდება, ყველაფერს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნა გვიჩვენებს, მაგრამ ფაქტია, რომ ესპანელები აუცილებლად იყიდიან რომელიმე მაღალი დონის მცველს, ხოლო თუ ვინ იქნება ეს ფეხბურთელი სულ რაღაც ერთ თვეში შევიტყობთ.
- 13 დეკემბერი 2009
- 3 841
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.