იკერი დარჩენაში იერომ დაარწმუნა
მას შემდეგ, რაც მადრიდის "რეალის" მხრიდან კეილორ ნავასის მისამართით ინტერესი გასაჯაროვდა, იკერ კასილასმა კლუბში თავი ზედმეტად იგრძნო და შემოთავაზებების განხილვა დაიწყო...
როგორც ჩანს, ზინედინ ზიდანის ნაცვლად ფლორენტინო პერესმა შესანიშნავი კანდიდატი შეარჩია.
ფერნანდო იერო სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნა მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის თანაშემწედ, თუმცა როგორც ჩანს მან საკუთარი როლი გუნდში უკვე მოირგო.
ესპანელმა ლეგენდარულმა კაპიტანმა იკერთან ინტენსიური საუბრებით მოახერხა ესპანელი კიპერის გუნდში დატოვა, მან დაარწმუნა კასილასი, რომ გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და მისი წასვლა როგორც კლუბს, ასევე გულშემატკივარს უდიდეს დარტყმას მიაყენებდა.
იგივეს თქმა არ შეიძლება ლოპესზე, რომელსაც წასვლისკენ მიუთითეს, დიეგო სავარაუდოდ საფრანგეთში, კერძოდ "მონაკოში" განაგრძობს კარიერას.
- 5 აგვისტო 2014
- 2 473
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.