დიეგო ლოპესს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა
იტალიურ პრესაზე დაყრდნობით, რომის „ლაციოს“ სამეფო კლუბის ესპანელი გოლკიპერის, დიეგო ლოპესის დამატებით არის დაინტერესებული...
კეილორ ნავასის გამადრიდელების შემდეგ ეჭვი აღარავის ეპარება იმაში, რომ დიეგო სამეფო კლუბის ღირსებას აღარ დაიცავს. იკერ კასილასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, კაპიტანი გუნდში მინიმუმ 2015 წლამდე დარჩება. სამი უმაღლესი დონის მეკარის ყოლა კი კარლო ანჩელოტის გეგმებში არ შედის, რადგან ეს დამატებით პრობლემებს წარმოქმნის.
სერია „ა“-ს მკვიდრნი ფიქრობენ, რომ ლოპესს შესანიშნავად შეუძლია მათი კარის დაცვა და ესპანურ მხარესთან მოლაპარაკებების დაწყება სურთ.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა ოდენობის თანხას შესთავაზებს დედაქალაქური კლუბი „მერენგების“ ხელმძღვანელობას, თუმცა ცნობილი ხდება, რომ იტალიაში გადასვლის შემთხვევაში, ხელფასის სახით ესპანელი კარის დარაჯი 3.8 მილიონ ევროს მიიღებს, კონტრაქტი კი 4 წლიანი იქნება.
- 4 აგვისტო 2014
- 1 641
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.