„რეალის“ ახალწვეული კეილორ ნავასი
მადრიდული გრანდი რიგები კეილორ ნავასმა (სან ისიდრო, კოსტა რიკა, 1986) შეავსო.
საკლუბო სეზონში ვარსკვლავური ასპარეზობის შემდეგ, 27 წლის კიპერმა ჩინებულად ითამაშა მუნდიალზე.მისი დიდი დამსახურებით, ისტორიაში პირველად, კოსტა რიკა მეოთხედფინალურ სტადიაზე გავიდა.
კეილორ სწრაფია, აქვს დიდებული რეფლექსები, ყოველთვის სწორად არჩევს პოზიციას და საუკეთესოა ერთი-ერთზე თამაშის დროს.მისი თვისებები ნათლად წარმოჩინდა ბრაზილიაში, სადაც 5 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.ნავასმა ისეთ ნაკრებებთან შეინახა კარი მშრალად, როგორებიც, ჰოლანდია, იტალია და ინგლისი არიან.სამჯერ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი და წარდგენილი იყო „ოქროს ხელთათმანის“ ნომინაციაზე.
პრიმერა დივიზიონის განვლილ გათამაშებაში, ნავასმა ყველაზე მეტი სეივი გააკეთა - 160 და 37 შეხვედრაში 39 გოლი გაუშვა.საიმედო თამაშის წყალობით, „ლევანტეს“ ცოტა დააკლდა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებამდე.
ევროპული კარიერის დაწყებამდე, კეილორი, „დეპორტივო საპრისაში“ გამოდიოდა, შემდეგ იყო „ალბასეტე,“ ხოლო ბოლოს „ლევანტე.“
კარიერა:
ლევანტე (2011-14)
ალბასეტე (2010-2011)
დეპორტივო საპრისა (2005-2010)
ტიტულები:
2 კოსტა რიკის ლიგის თასი (2005-06, 2006-07)
2 კოსტა რიკის ზამთრის ჩემპიონატი (2007, 2008)
2 კოსტა რიკის ზაფხულის ჩემპიონატი (2008, 2010)
1 CONCACAF Copa de Campeones (2005-06)
RealMadrid.Com
- 4 აგვისტო 2014
- 1 870
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.