ბეილი - „რეალის“ ნათელი წერტილი ამერიკაში
სამეფო კლუბმა ფიასკო განიცადა ამერიკულ ტურნეში, რასაც ვერ ვიტყვით გარეთ ბეილზე, რომელმაც ხარისხიანი თამაშით დაგვამახსოვრა თავი.
განვლილი ზაფხულისგან განსხვავებით, უელსელს სათანადო პრე-სეზონი აქვს.„ლა დესიმას“ მოგების შემდეგ, ბეილმა სრულფასოვნად დაისვენა და შესანიშნავი ფიზიკური კონდიციებით განაახლა ვარჯიში.
ჩატარებულ სამ ამხანაგურ შეხვედრაში, ბრიტანელი, გუნდის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო.მან შესანიშნავი გოლი შეაგდო „ინტერის“ კარში, ცოტათი ინერტული იყო „რომასთან,“ ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კვლავ გაშალა ფრთები.რომ არა უიღბლობა, მადრიდელები ინგლისელებთან არ წააგებდნენ და ეს გარეთის დამსახურება იქნებოდა.
ახალი სეზონის წინ, გულშემატკივრები დიდი მოლოდინით შეჰყურებენ უელსელს, რომელმაც მიუხედავად ყველაფრისა, შესანიშნავი სტატისტიკა დადო განვლილ წელს - 17 ასისტი და 22 ბურთი, რასაც „კოპა დელ რეისა“ და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში გამარჯვების გოლები ემატება.
მას 12 აგვისტოს ელოდება პირველი გამოცდა, როდესაც მშობლიურ კარდიფში, ევროპის სუპერ თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.
MARCA
- 3 აგვისტო 2014
- 2 711
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.